რიონის წყლისა და ქართული საბადოების მოპარვას არავინ გეგმავს – თურქეთის ელჩი

ნამახვანიჰესის პროექტის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით თურქ პოტენციურ ინვესტორებს უკვე არაერთი კითხვა აქვთ. ისინი საქართველოში თურქეთის ელჩს, ფატმან სერენ იაზგანს მიმართავენ.

დიპლომატის განცხადებით, ის ინვესტორებს არწმუნებს, რომ არსებული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიუხედავად, საქართველოში ბიზნესისთვის მეგობრული გარემოა.

„ინვესტორები უკვე არაერთ კითხვას მისვამენ. მე კი მათ დარწმუნებას ვცდილობ და ვეუბნები, რომ იმ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიუხედავად, რომელიც მოდიოდა საქართველოდან, აქ არის ძალიან მეგობრული გარემო თურქოი ბიზნესმენებისთვის. მე ყველას ვახსენებ, რომ 2008 წლის ომის დროსაც კი თურქ ბიზნესმენებს არ დაუტოვებიათ საქართველო, პირიქით, მათ განაგრძეს შემოსვლა. განაგრძეს შემოსვლა ახალი პროექტებით – საქართველოში წარმოებისთვის. მგონია, რომ ეს ასეც გაგრძელდება, მაგრამ ამას მუდმივი ძალისხმევა სჭირდება. არის ფეისბუქზე გვერდები, სადაც იწერება გიჟური აზრები, სპეკულაციები. და მე ვამბობ, რომ არა, არ არის არავინ, ვისაც რიონის წყლის მოპარვას აპირებს, არანაირი გეგმა არ არის, რომ ვინმე იქ არსებული საბადოების ექსპლუატაციას აპირებს. საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრე საქართველოსია“,- აღნიშნა ელჩმა.


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply