ჩინეთს სურს 2060 წლისთვის კარბონ-ნეიტრალური ქვეყანა გახდეს

ჩინეთის მთავრობა ქვეყანაში ნახშიროჟანგის გამონაბოლქვს, რომელიც 2030 წელს პიკს მიაღწევს, 2060 წლისთვის ნულამდე დაიყვანს და ჩინეთი „კარბონ-ნეიტრალური“ ქვეყანა გახდება. ამ გეგმის შესახებ ჩინეთის წარმომადგენლებმა აშშ-ის მიერ ორგანიზებულ კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის სამიტზე ისაუბრეს.

პირველად ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინმა 2020 წლის სექტემებრში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

თავის მხრივ, აშშ-ის პეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ამერიკის მთავრობა 2030 წელს, 2005 წელთან შედარებით, მავნე გამონაბოლქვის 50-52%-ით შემცირებას გეგმავს, ხოლო 2050 წლისთვის ქვეყნის ეკონომიკა ნულოვანი გამონაბოლქვით იარსებებს. სამიტზე ბაიდენმა განაცხადა, რომ 2035 წლისთვის ამერიკის ენერგოსექტორი სრულად იტყვის უარს ნახშიროჟანგით ჰაერის დაბინძურებაზე. ამ მიზნით აშშ კლიმატის ეროვნულ სტრატეგიას ამუშავებს, რომელიც წლის ბოლომდე გავრცელდება.

ბაიდენის თქმით, გლობალურ დათბობასთან ბრძოლა აშშ-ის ეკონომიკას დაეხმარება და მილიონობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, რაც სუფთა ენერგიის მისაღებად ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესშიც მოხდება.


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply