2040 წლისთვის Honda მხოლოდ „ეკომობილებს“ გაყიდის

იაპონური საავტომობილო კომპანია Honda გეგმავს 2040 წლისთვის გაყიდვაში ყავდეს მხოლოდ ელექტრომობილები და წყალბადის ელემენტებზე მომუშავე ავტმობილები. ამის შესახებ Nikkei წერს.

გაზეთის ცნობით, ამ მიზნის მისაღწევად და ამ ტიპის ახალი მოდელების შესაქმნელად კომპანია მომდევნო 6 წელიწადში გეგმავს დახარჯოს 5 ტრილიონი იენი (46,3 მლრდ აშშ დოლარი). ამასთან, ის უკვე განიხილავს ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას.

შეგახსენებთ, რომ იაპონიის ხელისუფლებამ გასული წლის ბოლოს მხარი დაუჭირა ემისიების შემცირების ახალ გეგმას, რომელიც მათ შორის მიზნად ისახავს 2030-იანი წლების შუალედისთვის სრულად უარის თქმას ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების წარმოება/გაყიდვაზე. დოკუმენტი ჯამურად, 14 დარგს ეხება. იაპონიის ხელისუფლების შეფასებით მიღებულმა სტრატეგიამ საბოლოო ჯამში უნდა მოახდინოს ეკონომიკის სტიმულირება და შექმნას 900 მილიარდი დოლარის მოცულობის ეკონომიკური ეფექტი 2030 წლისთვის, ხოლო 1,8 ტრილიონის – მომდევნო 20 წელიწადში.


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply