თბილისში ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებამ გამოიწვია

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, წალკაში გაზიფიცირების სამუშაოები დაასრულა

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, წალკის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დაასრულა.

ბერთაში, კუშში, ოზნსა და კიზილ-კილისაში პროექტის ფარგლებში აშენდა 45 525 გრძივი მეტრი გაზსადენი და 720 ადგილობრივ მოსახლეს მიეცა შესაძლებლობა ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. გაზიფიცირების ღირებულებამ 2 062 349 ლარი შეადგინა.

გაზიფიცირების 2019-2021 წლების გეგმის ფარგლებში, ამჟამად, წალკაში დასრულებულია 12 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები. აშენდა 166 743 გრძივი მეტრი გაზსადენი და 3 871 აბონენტი შეძლებს ბუნებრივი გაზის მიღებას.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე მუდმივად ახორციელებს გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply