რომან გოცირიძე - ნაცვლად იმისა, რომ ენერგეტიკის მინისტრი ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იცავდეს, გამოდის "გაზპრომის" ადვოკატად

“ტელევიზიების მიერ ნამახვანჰესზე მომზადებულ სიუჟეტებში რატომ ვუწყობთ ხელს რუსეთის პროპაგანდისტული სლოგანების გავრცელებას?”

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე “ნამახვანჰესის” მშენებლობის გარშემო მიმდინარე პროცესებზე წერს და ამ თემაზე ქართული ტელეარხების მიწერ მომზადებულ სიუჟეტებს აკრიტიკებს: “ტელევიზიების მიერ ნამახვანჰესთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტებში რატომ ხდება პედალირება “თურქულ კომპანიაზე”? რას ემსახურება წამდაუწუმ მისი ამ სტატუსით მოხსენიება? რატომ ვუწყობთ ხელს რუსეთის პროპაგანდისტული სლოგანების გავრცელებას”?

“ტელევიზიების მიერ ნამახვანჰესთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტებში რატომ ხდება პედალირება “თურქულ კომპანიაზე”? რას ემსახურება წამდაუწუმ მისი ამ სტატუსით მოხსენიება? რატომ ვუწყობთ ხელს რუსეთის პროპაგანდისტული სლოგანების გავრცელებას?ნამახვანს აშენებს ქართული კომპანია და თუ ინვესტორების წარმომავლობაზე გვინდა მაინც და მაინც აქცენტების დასმა, მისი დამფუძნებლები თურქული და ნორვეგიული ფირმები არიან. თქვით მაშინ “თურქულ-ნორვეგიული კომპანია “ ენკა”.ამ ლოგიკით ჩვენი არცერთი ბანკი არ არის ქართული, რადგან უკლებლივ ყველა ეკუთვნის უცხოელებს (საკონტროლო პაკეტი). სადაურია “თი-ბი-სი ბანკი” ან “საქარათველოს ბანკი” ვიცით? არ ვიცით. უამრავი უცხოელი აქციონერი ჰყავს და ყოველდღიურად ხელიდან ხელში გადადის მისი აქციები ლონდონის ბირჟაზე. ივანიშვილის “ქართუ ბანკიც” კი არაა “ქართული”-პანამის ოფშორიდან ფლობს რომელიღაც ფირმა ( იმ ფირმას ვინ ფლობს, ადვილი მისახვედრია ამ შემთხვევაში).თურქულობაზე ხაზგასმა არის ძალაუნებურად იმ კამპანიის მხარდაჭერა, რომელიც პრორუსული ძალების მიერ არის გაჩაღებული და რომლებსაც მიეცათ საბაბი თავიანთი ძირგამომთხრელი საქმიანობის გასაღვივებლად. მალე შემოუერთდებიან ამ კამპანიას ის გასტრილიორი რაინდები რუსეთიდან, რომლებიც არაერთხელ გვინახავს მსგავს ვითარებაში. ჯერ ღიად არ ჩანან, დუღულის ტემპერატურის აწევას ელოდებიან.თურქეთი არის ჩვენი კეთილმეზობლური, ნატოს წევრი, პარტნიორი სახელმწიფო, რუსეთი არის ოკუპანტი. ვინც ამას არ აღიარებს, არის ან შეუგნებელი მოყვარე ან შეგნებული მტერი” – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში..


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply