ენერგიის განახლებადი წყაროები გერმანიაში

განახლებადი ენერგიის ზრდა წელს სავარაუდოდ, შენელდება

2020 წელს რეკორდული ტალღის და მთავრობის მხარდაჭერის პროგრამების ამოწურვის შემდეგ, გლობალური განახლებადი ენერგიის სიმძლავრეების ზრდა წელს, სავარაუდოდ, შენელდება.

International Energy Association-ის ანალიზის თანახმად, დეველოპერები წელს დაახლოებით 270 გიგავატ ახალ მწვანე ენერგიის სიმძლავრეებს ააშენებენ, რაც დაახლოებით 3%-ით ნაკლებია 2020 წელთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ პრე-პანდემიურ დონეს მაინც აჭარბებს, მწვანე ენერგია ბევრად უფრო სწრაფად უნდა განვითარდეს, რათა მსოფლიოს კლიმატის მიზნებს მიაღწიოს.

”განახლებადი ენერგია ამჟამად სწრაფად ფართოვდება, მაგრამ ის კიდევ უფრო სწრაფი უნდა იყოს”,- ამბობს ჰეიმი ბაჰარმა, განახლებადი ენერგიის ანალიტიკოსი IEA-ში.

მწვანე ენერგია იშვიათი ნათელი წერტილი იყო ეკონომიკაში გასულ წელს. განახლებადი ენერგიის სიმძლავრეები IEA-ს თანახმად, რეკორდული 45%-ით გაიზარდა. 

თუმცა, მომდევნო ორი წლის განმავლობაში განახლებადი ენერგიის ზრდა დაახლოებით იმავე დონეზე დარჩება. ამასთან, მომდევნო წლებში ემისიების შემცირების გამოწვევა კიდევ უფრო დიდია, რადგან განახლებადი ენერგიის წყაროებმა არა მხოლოდ  უნდა შეცვალონ ქვანახშირი და გაზი ელექტრო ქსელებში, მათ ასევე უნდა შეინარჩუნონ ტემპი, რადგან საგზაო ტრანსპორტი და მრეწველობა სულ უფრო მეტად ეყრდნობა ელექტროენერგიას.

მიუხედავად იმისა, რომ განახლებადი ენერგია უფრო მეტად კონკურენტუნარიანი ხდება ნამარხი საწვავის წარმოებასთან მიმართებით, ახალი მშენებლობების აღმავლობა აჩვენებს, რომ დეველოპერები კვლავ ახლოს მიყვებიან მთავრობის სუბსიდირების გეგმებს.

წყარო: “ბიზნეს ფორმულა”

Leave a Reply