ბექა ლილუაშვილი: „ენერგეტიკული ბირჟის“ გახსნა არის ერთ-ერთი პრინციპული საკითხი ბაზრის ფორმირებისთვის

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ დღეს განცხადება გაავრცელა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, დანიშნოს საპარლამენტო მოსმენა „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ დათქმულ ვადებში რეალურად ვერამოქმედების მიზეზების გარკვევის მიზნით. ამ თემაზე “აიპრესის” კითხვებს პარლამენტარმა ბექა ლილუაშვილმა უპასუხა.

– ბატონო ბექა, გავრცელებული ინფორმაციით, “საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა” დათქმულ ვადაში,  მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ვერ ამოქმედდება და მისი მუშაობის დაწყება გაურკვეველი ვადით გადაიდო. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა ვადებში ვერ ეტევა. რა განვითარებას ელით, ამ რეალობის მერე?

-ჩვენ ევროკავშირთან გვქონდა ვალდებულება, საქმიანობის გამიჯვნასთან დაკავშირებით. თუ გახსოვთ, პროცესი, როდესაც გენერაციის ობიექტები და დისტრიბუტორები, სისტემის ოპერატორები გაიყვნენ. შესაბამისად, ეს ვალდებულება შვასრულეთ, საკანონმდებლო დონეზე შესაბამისი რეგულაციები მივიღეთ და პრაქტიკული იმპლემენტაცია თითქმის დასრულებულია.

რაც შეეხება ბირჟის ვალდებულებას, მსგავსი ვალდებულება როგორც ვიცი, ევროკავშირთან ჩვენ შეთანხმებაში არ გვაქვს.

როგორც ვიცი, ეს ჩადებული იყო მთავრობის კონცეფციაში, ენერგეტიკული ბირჟის შექმნის საკითხი, რომლის სატესტო ფუნქციონირებაც, ჩემი ინფორმაციით დღესაც მიმდინარეობს. უბრალოდ, ამ კონცეფციით გათვალისწინებული თარიღის ნაწილში იმპლემენტაციას ხელი შეუშალა პანდემიამ, გართულდა მოთამაშეებთან კომუნიკაციის პროცესი. როგორც ვალდებულების ნაწილი ევროკავშირთან, ჩვენს შემთხვევაში არ ყოფილა. ვალდებულების ნაწილი რაც  იყო, შესრულებულია სრულად.

– როგორ ფიქრობთ, რა რეაცია ექნებათ ჩვენს პარტნიორებს და პროცესში ჩართულ საერთაშორისო ორგანიზაციებს, პროცესის შეფერხებასთან დაკავშირებით?

– ევროკავშირის რექაცია ამ საკითხზე ვერ იქნება, იმიტომ რომ არ ყოფილა შეთანხმების ნაწილი. ევროკავშირთან შეთანხმება რაც იყო, ის სრულად არის შესრულებული. შესაბამისად, მათ ანგარიშებში იმპლემენტაციაც ჩაგვეთველბა ჩვეულებრივად.

გამიჯვნა ენერგეტიკული ბაზრის მოთამაშეების საქმიანობაში, მაგალითად გენერაცია და დისტრიბუცია არ უნდა იყოს ერთი იურიდიული პირის პროფილი., იმისთვის რომ ეფექტიანად მოხდეს ენერგეტიკის ტარიფების დადგენა და საბაზრო კონკურენტული პირობების შენარჩუნება. ეს არის ძირითადი ვალდებულება, რომელიც შესრულებული გვაქვს.

რაც ეხება ენერგეტიკული ბირჟის მოწყობას, ეს არის მთავრობის ენერგეტიკული ბაზრის განვითარების სტრატეგიის ნაწილი, რომელიც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს. თუ ეს პროცესი შეფერხდა, აუცილებლად ამაზე უნდა გაიზარდოს საპარლამენტო ზედამხედველობის ინსტრუმენტები და მაქსიმალურად შევეცადოთ რომ ეს  პროცესი, რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ. ეს ხელს შეუწყობს როგორც კონკურენციის გაზრდას, ასევე ტარიფების სწორად დადგენას და ბევრ კარგ რაღაცას. ეს არის ენეგრეტიკული ბაზრის განვითარებისთვის პრინციპული საკითხი.

– არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და პროცესებში დეპუტატების ჩართულობა და საპარლამენტო განხილვების დაწყება სთხოვა. ემხრობით თუ არა ასეთ ინიციატივას?

– თუ ამ პროცესში რისკები არის დამდგარი, მივესალმები ინიციატივას, რომ ამ პროცესთან დაკავშირებით საპარლამენტო განხილვები გაიმართოს.

მე არ მინახავს განცხადება რომ გადაიდო ენერგეტიკული ბირჟის გახსნა.  საპარლამენტო ფორმატში ამ საკითხის შემთხვევაში აუცილებლად მონაწილეობას მივიღებ. მიმაჩნია, რომ ეს არის ერთერთი პრინციპული საკითხი ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში, რომელიც უნდა გატარდეს.

Leave a Reply