2030 წლისთვის, განახლებადი ენერგია ელექტროენერგეტიკული ბაზრის 40%-ს დაიკავებს

„ელექტრო ენერგიაზე ტარიფის გაზრდის პირობებში განახლებად ენერგიაზე მოთხოვნა გაიზარდა“

„ნეტო აღრიცხვა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და ბიზნესისთვის წამახალისებელი მექანიზმია, რომელიც ერთი მხრივ მომხმარებლების კმაყოფილებას იწვევს, ხოლო მეორეს მხრივ ახალ ბიზნესებს და კომპანიებს ბაზარზე შემოსვლის შესაძლებლობას აძლევს“  – ამის  შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ კომპანია „ჰელიოს ენერჯი ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თორნიკე დარჯანია ისაუბრა. მისი თქმით, მხოლოდ მზის ენერგეტიკა არ არის ნეტო აღრიცხვის ფოკუსში და მასში გენერაციის ნებისმიერი ობიექტის განვითარებაა შესაძლებელი, იქნება ეს მიკრო ჰესი, ქარის ელექტრო სადგური, ბიო მასა თუ სხვა. თორნიკე დარჯანიას განმარტებით ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირების პირობებში განახლებად ენერგიაზე მოთხოვნა გაიზარდა და კომპანიები ნეტო აღრიცხვის რეგულაციით უფრო მეტად დაინტერესდნენ.

„წელს ტარიფის გაძვირების პირობებში, მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, კომპანიები კიდევ უფრო დაინტერესდნენ ამ რეგულაციით და შეიძლება  ითქვას, რომ ბიზნესისთვის და  კომპანიებისთვის  ეს არის იმედის მომცემი რეგულაცია , რომელსაც შეუძლია, რომ თავისი ან  თუნდაც გაზრდილი მოხმარება გრძელვადიან პერსპექტივაში დააბალანსოს, რაც ძალიან კარგი მექანიზმია. ბიზნესის გადმოსახედიდან შემიძლია  ვთქვა, რომ ძალიან ბევრი რამ კეთდება  იმისთვის, რომ ეს რეგულაცია გაუმჯობესდეს“, –  აღნიშნა თორნიკე დარჯანია.

დარჯანიამ გერმანიის მაგალითზეც ისაუბრა და განმარტა, რომ გერმანიაში სუბსიდირება 90-იანი წლებიდან დაიწყო და დღეს მწვანე ტარიფის რეგულაციამდე მივიდნენ.

გერმანიის  მაგალითი რომ  ავიღოთ ეს  ანაზღაურება  არის  რვა  ცენტი,  თუმცა როდესაც გერმანიაში მომხმარებელი იხდის  დაახლოებით 25-30 ცენტამდე და ამ ენერგიას ქსელში უშვებს, მას რვა ცენტს უხდიან. ჩვენ შემთხვევაში ეს ერთი-ერთში ხდება,რაც ძალიან კარგი ხელშემწყობი ფაქტორია“ –  აღნიშნა თორნიკე დარჯანიამ.

Leave a Reply

Menu Title