რამდენად არის დაცული სახელმწიფო ინტერესები ნამახვანჰესის ინვესტორ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში?

საქართველოსა და „ენკა რინიუებლზს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მაქსიმალურად დაცულია როგორც საქართველოს ეროვნული ინტერესები, ასევე ჩვენი ენერგეტიკისა და ეკონომიკის საჭიროებები.

მხარეებს შორის ხელშეკრულების მომზადებაში სახელმწიფოს მხრიდან ისეთი საუკეთესო ექსპერტები იყვნენ ჩართული, როგორიცაა საერთაშორისო იურიდიული კომპანია White&Case და სხვა.

ხელშეკრულება პასუხობს კერძო საჯარო თანამშრომლობის პრინციპებს და დამკვიდრებულ პრაქტიკას.

კერძოდ, ინვესტორის პასუხისმგებლობაა მოიზიდოს საჭირო ფინანსები ჰესის აშენებისთვის, ააშენოს ჰიდროელექტროსადგური დადგენილ ვადებში და დამტკიცებული პროექტის მიხედვით.

თავის მხრივ, სახელმწიფო ვალდებულია, გადასცეს კომპანიას პროექტისთვის საჭირო მიწის ნაკვეთები, შეუქმნას ინვესტორს ხელსაყრელი სამუშაო პირობები, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოდ მუშაობა და 15 წლის განმავლობაში შეისყიდოს გამომუშავებული ელექტროენერგია კონკრეტულ ფასად.

ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის პასუხისმგებლობების ასეთი გადანაწილება არის მაქსიმალურად დაბალანსებული.

წყარო: “ენერგომომავალი”

Leave a Reply

Menu Title