“რატომ ვისმენთ პოლიტიკურ და ძალადობრივ განცხადებებს იმ ადამიანებისგან, ვინც იცის, რა დადებითი მხარეები აქვს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას”

სხვადასხვა გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური გარემოსდაცვითი ექსპერტი ხელახლა ატარებს პროცესის მონიტორინგს, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძე განაცხადა.

მისი თქმით, დაიწყო მედიაცია ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლის მიერ.

„ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ გადაიზარდა ეს ყველაფერი ქუჩაში, რატომ ვისმენთ ჩვენ კვლავ პოლიტიკურ და ძალადობრივ განცხადებებს ქუჩიდან „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც ზუსტი ინფორმაცია აქვთ იმის შესახებ, თუ რა დადებით მხარეები აქვს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

თბილისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს და აცხადებენ, რომ თუ მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს 12:00 საათამდე არ მიიღება, ისინი თბილისის პარალიზებას მოახდენენ.

Leave a Reply