კახა კალაძე საქართველოს გაზმომარაგებასთან დაკავშირებულ საკითხებზე არასამთავრობო სექტორს ხვდება

“ქვეყანაში რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს”

კახა კალაძე თბილისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქციას გამოეხმაურა. ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს, რადგან ელექტროენერგიის იმპორტი მაღალი ტარიფებით ხორციელდება.

„ჩემი პოზიცია არის ის, რომ რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური აშენდეს ქვეყანაში. მაქსიმალურად რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ ის რესურსები, რომელიც ქვეყანას აქვს, იმისთვის, რომ მე, თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან შემოტანილ ელექტროენერგიაზე. რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ცუდია, იმ თვალსაზრისით, რომ პირდაპირ აისახება ჩვენს ჯიბეებზე, რადგან გვიწევს მაღალი ტარიფების გადახდა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რესურსები იყოს სწორად გამოყენებული. როდესაც მე ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, ნამდვილად მეამაყება, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში ყველაზე მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდა, რაც ძალიან მაგარია ქვეყნისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს და აცხადებენ, რომ თუ მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს 12:00 საათამდე არ მიიღება, ისინი თბილისის პარალიზებას მოახდენენ.

Leave a Reply