„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნები უკანონო აქციების დაანონსებაში გადაიზარდა – გურამ მაჭარაშვილი

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნები უკანონო აქციების დაანონსებაში გადაიზარდა – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქით, ეს არასერიოზული დამოკიდებულებაა.

„პროტესტის ორგანიზატორების ნაწილის მიზნები არ ყოფილა გულწრფელად ამ ჰესთან დაკავშირებული. იმის გათვალისწინებით, რომ მათი მოთხოვნები გადაიზარდა ულტიმატუმში, უკანონო აქციების დაანონსებაში, ეს არასერიოზული დამოკიდებულებაა. ისინი უკვე პრაქტიკულად ღიად აანონსებენ იმას, რომ გავლენ კანონის ფარგლებიდან“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენელმა, ვარლამ გოლეთიანმა მოსახლეობას მოუწოდა, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის ნაცვლად, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მივიდნენ.

Leave a Reply

Menu Title