ფაქტები ჰიდროენერგეტიკის შესახებ

ფაქტები ჰიდროენერგეტიკის შესახებ

ჰიდროელექტროსადგურებს ევროპაში განახლებადი ენერგიის წყაროებს შორის ჯერ-ჯერობით წამყვანი ადგილი უკავია. ასოციაცია Eurelectric-ის მონაცემებით, 2013 წელს ჰიდრო რესურსების მეშვეობით ევროპის ელექტროენერგიის დაახლოებით 16% იქნა გამომუშავებული, რაც მთლიან განახლებად რესურსებში 54%-ია.

ჰიდროენერგეტიკა ევროპაში

ფართომასშტაბიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა შესაბამის წყლის რესურსებს მოითხოვს. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა შვედეთი, საფრანგეთი და ავსტრია ჰიდროენერგეტიკის წილი ძალიან მაღალია. ევროპაში ჰიდროენერგეტიკის კუთხით ყველაზე განვითარებული ქვეყანა ნორვეგიაა. აქ მთლიან ენერგოსექტორში ჰიდრორესურსებს 99% უჭირავს. ისეთ ქვეყნებს კი, როგორიცაა მაგალითად დანია, გერმანია და პოლონეთი, არ აქვთ დიდი წყლის რესურსები, სწორედ ამიტომ ეს ქვეყნები ატომური და თბური ელექტროსადგურების მშენებლობას მიმართავენ. ასევე ჰიდრორესურსების ნაკლებობის ფონზე აღნიშნულ ქვეყნებს გაუჩნდათ ალტერნატიული ენერგიის წყაროების ათვისების მოტივაცია და ამ ქვეყნებში ქარისა და მზის ენერგიის ათვისება საკმაოდ ჩქარი ტემპებით მიმდინარეობს.

მოსაზრებები კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით

მზარდი შეშფოთება გლობალური დათბობისთან დაკავშირებით, სულ უფრო ინტენსიურ ხასიათას იღებს, ასევე იზრდება საზოგადოების მიერ ჰესების განხილვა, როგორც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი საშუალება გამომდინარე იქიდან, რომ ჰიდროელექტროსადგურებს შეუძლიათ ქვანახშირსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სადგურების ჩანაცვლება

კლიმატის ცვლილებაზე საუბრისას კითხვა იმაში არ მდგომარეობს, რამდენად სასარგებლო ან მავნებელია ჰიდროელექტროსადგურები, მთავარი საკითხი არის ის თუ როგორ გავზარდოთ ბიომრავალფეროვნება უკვე სახეშეცვლილ მდინარეებში.

globalassets-corporate-about_vattenfall-generation-c3_the_natural_water_cycle

ენერგო სამკუთხედი

საზოგადოების ენერგიით მომარაგების სფეროში ბალანსი სამ ძირითად მიმართულებაზე უნდა იქნას დაცული: კონკურენტუნარიანობა, მიწოდების უსაფრთხოება, და კლიმატი. ჯერ-ჯერობით ენერგიის არცერთი რესურსი არ არის ოპტიმალური ამ  მიმართულებებით. მოცემული სამკუთხედი ნათლად ასახავს ჰიდროენერგეტიკის დადებით და უარყოფით მხარეებს.

globalassets-corporate-about_vattenfall-generation-c2_energy_triangle

გარემოზე ზემოქმედება: ჰიდროენერგია არის განახლებადი ენერგიის წყარო და თითქმის არ აქვს მავნე გამონაბოლქვი ატმოსფეროში, რომელსაც შეუძლია კლიმატზე და გარემოზე ზეგავლენის მოხდენა. თუმცა, ელექტროსადგურები მნიშვნელოვნად ამახინჯებს ლანდშაფტს და უარყოფითად მოქმედებს მდინარის ეკოსისტემაზე. მან ასევე შეძლება იმოქმედოს მიმდებარე ტერიტორიებზე მცენერეებისა და ცხოველების სიცოცხლეზეც კი.

მიწოდების უსაფრთხოება: ჰიდროელექტროსადგურებს შეუძლიათ დიდი სიმძლავრის და სტაბილური ელექტროენერგიის წარმოება, თუმცა იგი დამოკიდებულია ნალექების რაოდენობასა და ინტენსივობაზე. გარდა ამისა, ჰიდროენერგეტიკაში კარგად ხდება ენერგიის მოხმარებასა და გამომუშავებას შორის თანაფარდობის დაბალანსება.

კონკურენტუნარიანობა: ჰიდროენერგეტიკა არ საჭიროებს საწვავზე დანახარჯებს. ახალი ელექტროსადგურის მშენებლობა კი მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციას, მაგრამ მისი ეკონომიური სიცოცხლისუნარიანობა საკმაოდ ხანგრძლივია.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply

Menu Title