ნავთობის ფასი ორი წლის მაქსიმუმზეა

ნავთობის ფასი ორი წლის მაქსიმუმზეა. შავი ოქროს ფასზე ოპეკის გადაწყვეტილებამ იმოქმედა. ორგანიზაციის გადაწყვეტილებით ნავთობმოპოვება უნდა გაიზარდოს. ამის შესახებ Wall Street Journal წერს.

ვაჭრობის დახურვამდე Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე $70,25 შეადგინა. ფასი 1,3%-ითაა გაზრდილი. ეს მაჩვენებელი 2019 წლის მაისის ვაჭრობის ფონზე საკმაოდ მაღალია.

ასევე გაიზარდა ფიუჩერსული ფასი West Texas Intermediate (WTI) მარკის ნავთობზე ბარელზე 2,1%-ით $68,72-მდე, რაც 2018 წელთან შედარებით მაქსიმალური ფასია.

Leave a Reply

Menu Title