ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ არქტიკის ეროვნულ ნაკრძალში ნავთობის მოპოვების ნებართვები გააუქმა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ არქტიკის ეროვნულ ნაკრძალში ნავთობის მოპოვების ნებართვები შეაჩერა, რომლებიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს გაიცა. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მოგვიანებით, აშშ-ის შინაგან საქმეთა მდივანი, დებ ჰაალანდი გაასაჯაროებს ბრძანებას, რომელიც შესაბამისი ხელშეკრულებების მოქმედებას გააუქმებს. აღნიშნულია, რომ ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო, რადგან ჯერ კიდევ ინაუგურაციის დღეს ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას არქტიკაში ახალ ბურღვაზე მორატორიუმის შესახებ.

არქტიკის ნაკრძალში ეკოსისტემისთვის მნიშვნელოვანი ცხოველები ბინადრობენ, როგორებიც არიან პოლარული დათვები და მგლები. გარემოს დამცველები შიშობდნენ, რომ ნავთობის მოპოვება მათ პრობლემებს შეუქმნიდა.

არქტიკაში მცხოვრები ტომების ლიდერები პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებას მიესალმებიან, აშშ-ის „რესპუბლიკურ პარტიაში“ კი მას აკრიტიკებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ნავთობის მოპოვებაზე უარის თქმა ალასკის ეკონომიკას დააზარალებს.

Leave a Reply

Menu Title