გიორგი ჩიქოვანი: ენერგოსისტემას მოუწევს ისეთი ახალი გამოწვევების გადალახვა, როგორიცაა, მაგალითად, ელექტრომობილი

ელექტროენერგეტიკა არის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს სოციალურ სფეროსა და საქართველოს მოსახლეობაზე.

ენერგონიუსი” დაუკავშირდა ს.ს. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორს გიორგი ჩიქოვანსიმის გასარკვევად, თუ როგორ უნდა შეძლოს საქართველომ ენერგეტიკაში არსებული გამოწვევების გადალახვა და ზოგადად როგორ ესახება მას ქვეყნის ენერგეტიკის მდგრადი განვითარება?

ექსპერტის აზრით, ელექტროენერგეტიკის ინფრასტრუქტურის და შიდა გენერაციის წყაროების განვითარება არის ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანა. საქართველოს ენერგოსისტემას მოუწევს არამხოლოდ იმ გამოწვევების გადალახვა რომელიც დაკავშირებულია არსებულ რადიალურ ინფრასტრუქტურასთან, მოხმარების ზრდასთან, გენერაციის ინტეგრირებასთან და სატრანზიტო პოტენციალის ათვისებასთან, არამედ იმ ახალ გამოწვევებთან, რომელიც რომელიც ბოლო წლებში გაჩნდა მსოფლიოში ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციისა და კლიმატური ცვლილებების შეჩერების საჭიროების გამო:

„ახალ გამოწვევებზე, როგორებიცაა ელექტრომობილები – პიკური დატვირთვის შესაძლო მკვეთრი ზრდა, პროსუმერები (Procumers) – სისტემის დეცენტრალიზაცია და არაპროგნოზირებადობა და ძლიერ ცვალებადი მოთხოვნის მქონე მომხმარებლები, სახელმწიფომ აქტიურად უნდა მოახდინოს რეაგირება ისეთი ღონისძიებებით, როგორებიცაა წყალსაცავიანი ჰესების მშენებლობა, ენერგოეფექტურობის ამაღლება, ალტერნატიული/მწვანე ენერგოპროექტების განვითარება, ენერგიის შემნახველი სადგურებისა და ბატარეების დანერგვა, თბოსადგურებისა და სისტემათაშორისი გადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, მართვისა და ოპერირების სისტემის სრულყოფა, ჭკვიანი ქსელების დანერგვა, ქარისა და მზის ელექტროსადგურების ოპტიმალური ინტეგრირება, ბოლო თაობის დაგეგმვა და პროექტირების პროგრამების გამოყენება და სხვა“ – აღიშნავს გიორგი ჩიქოვანი.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply