24 მარტს 1450 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ჰესების არაშენების შემთხვევაში ელექტროენერგიის დეფიციტი 2030 წლისთვის 7 მლრდ კვტ/სთ-ს გადააჭარბებს

მესამე პრეზიდენმტა მიხეილ სააკაშვილმა ჰესებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია რადიკალურად შეიცვალა, მისი განცხადებით 10-15 წლის წინ მართლაც იყო დიდი ჰესების მოხმრე, მაგრამ ქარისა და მზის ენერგიის გაიაფების შემდეგ ჰიდროსადგურებმა აქტუალობა დაკარგა, საქართველოს დამატებით მხოლოდ 1000 მეგავატი სიმძლავრე სჭირდება, რისი დაკმაყოფილებაც სწორედ ამ ალტერნატიულ ენერგიებს შეუძლიათ. მესამე პრეზიდენტის განცხადება მეტწილად მცდარია, ქარის ტურბინებისა და მზის პანელების ფასები მართლაც გაიაფდა, თუმცა დამატებით 1000 მეგავატი საქართველოსთვის 2030 წლისთვის საკმარისი აღარ იქნება. 2010-2020 წლების გამოცდილების გათვალისწინებით 2030 წელს მოთხოვნა მინიმუმ 5.5 მლრდ კვტ/სთ-ით იქნება გაზრდილი.

საქართველო ელექტროენერგიაზე მოთხოვნას 4 სხვადასხვა საშუალებით იკმაყოფილებს: ჰესებით, თბოსადგურებით, ქარის სადგურითა და იმპორტით. როგორც წარმოება, ასევე მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება, მაგრამ მოხმარება უფრო სრწრაფად.

პირდაპირი კორეალაცია ელექტროსადგურის დადგმულ სიმძლავრესა და წლიურ გამომუშავებას შორის არ არსებობს. მაგალითად ენგურჰესისთვის ის 3.38 ათასი კვტ/სთ-ა, დარიალესისთვის 5.09 ათასი კვტ/სთ, შუახევი ჰესისთვის 2.41 ათასი კვტ/სთ. ქართლის ქარის ელექტროსადგურისთვის – 4.25 ათასი კვტ/სთ, გარდაბნის თბოსადგურისთვის 7.83 ათასი კვტ/სთ. თბოსადგურის, რომელიც სეზონურობაზე და კლიმეტურ პირობებზე არ არის დამოკიდებული აღნიშნული კოეფიციენტი მაღალია, ისევე როგორც ატომური ელექტროსადგურისთვის, ჰესებისა და ქარის სადგურისთვის შედარებით დაბალი, უფრო დაბალია მზის სადგურისთვის, რომელიც ღამის განმავლობაში არ მუშაობს.

თუ საშუალოდ 1 მეგავატზე 4 ათას კვტ/სთ-ს ავიღებთ, დამატებით 1000 მეგავატი დამატებით 4 მლრდ კვტ/სთ-ს ნიშნავს, რაც დღეს შიდა მოხმარებისთვის ნამდვილად საკმარისია, 10 წლის შემდგომი პერიოდისთვის კი აღარ.

პერიოდული ეკონომიკური ვარდნების გათვალისწინებითაც კი საშუალოვადიან პერიოდში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა იზრდება. 2010 წელს საქართველოში არსებული ელექტროსადგურების ჯამურმა გენარეაციამ 10.058 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, მოხმარებამ – 8.441 მლრდ კვტ/სთ. 2020 წელს გენერაციამ 11.160 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწია, ხოლო მოხმარებამ 12.157 მლრდ კვტ/სთ-ს. 10 წელიწადში გამომუშავება 11%-ით, ხოლო მოხმარება 44%-ით გაიზარდა. მოხმარების ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში 2030 წელს მოთხოვნა 17.506 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. თუ გენერაცია მხოლოდ 4 მლრდ კვტ/სთ-ით გაიზარდა, მაშინ იმავე 2030 წელს გენერაცია 15.160 მლრდ კვტ/სთ-ს, დეფიციტი კი 2.346 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს, ამჟამინდელზე 2.34-ჯერ მეტს. თუ სასადგურე და ქსელის დანაკარგებსაც გავითვალისწინებთ დეფიციტი კიდევ უფრო მეტი იქნება და 3 მლრდ კვტ/სთ-ს გადააჭარბებს. იმ შემთხვევაში თუ ახალი ელექტროსადგურები საერთოდ არ აშენდა, რეალური დეფიციტი 7 მლრდ კვტ/სთ-ს გადააჭარბებს.

ჰესების მოწინააღმდეგეებმა შეიძლება თქვან, რომ 2020 წელი არახელსაყრელი კლიმატური პირობებით გამოირჩეოდა და რეალურად ზრდა უფრო მეტი იყო, მართალია, მაგრამ 2020 წელს პანდემიისა და კოვიდრეგულაციების შედეგად გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო გენერაციასთან ერთად მოხმარებაც შემცირდა.  გარანტია იმის, რომ რომ მომავალში ეკონომიკური ვარდნა ან მდინარეების ჩამონადენის შემცირება აღარ იქნება არ არსებობს.

ამჟამინდელი მონაცემებით საქართველოს ეკონომიკურად მომგებიანი ქარის ენერგიის პოტენციალი 1350 მეგავატია, მზის – 500. მათ ჯამში 4 მლრდ კვტ/სთ-ის გამომუშავება შეუძლიათ, მაგრამ ამ პოტენციალის ათვისებისთვის მარეგულირებლიანი სადგურების არსებობაა აუცილებელი. მზე გარდა იმისა, რომ ღამე არ ანათებს, მისი სადგურის სიმძლავრე დღის განმავლობაში ღრუბლიანობის ცვალებადობის დროსაც იცვლება, რაც ქსელში პრობლემებს ქმნის.

გარდა იმისა, რომ დამატებით 4 მლრდ კვტ/სთ შიდა მოხმარებისთვის არასაკმარისია, გაუგებარია, რატომ უნდა თქვას ქვეყანამ შესაძლებლობის შემთხვევაში ექსპორტზე უარი. არც აზერბაიჯანი, არც რუსეთი, არც ყატარი და საამიროები, არც თუნდაც ნიდერლანდები და ნორვეგია ნავთობზე და გაზზე მხოლოდ საკუთარი საჭიროების დაკმაყოფილებას არ სჯერდებიან და ექსპორტზე გააქვთ.

2019 წლის მდგომარეობით ნორვეგიამ ნავთობის ექსპორტით $29 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო და მე-11 ადგილი დაიკავა. ბუნებრივი გაზის ექსპორტით კი – $20 მლრდ, რაც მესამე ადგილს უდრის. ნორვეგიასთან შედარებით მე-8 ადგილზე მყოფი ნიდერლანდების შემოსავალი გაზის ექსპორტით მოკრძალებულია – $8 მლრდ, თუმცა ეს რიცხვიც კი იმავე 2019 წლის საქართველოს ჯამურ ექსპორტს 110%-ით აღემატება.

ევროპის მაღალგანვითარებულ ქვეყნებში: ნორვეგიაში, შვეიცარიაში, შვედეთში, ავსტრიასა და ისლანდიაში ჰესებს არც ეკონომიკის განვითარება შეუნელებია, არც ეკოლოგიური კატასტროფა გამოუწვევია და არც ტურიზმის სექტორი გაუნადგურებია.

მანიპულაციურია იმის მტკიცებაც, რომ განვითარებულ ქვეყნებში ჰესები კი არის, მაგრამ ახლები აღარ შენდება. ჯერ ერთი უკვე თითქმის სრულადაა ათვისებული პოტენციალი, ავსტრიაში 3000-მდე ჰესია, ნორვეგიაში 1600-ზე მეტი, მეორეც ნაკლები ინტენსივობით, მაგრამ ახალი ჰესები ევროპაში მაინც შენდება.

საქართველოს დღეს ეკონომიკურად მომგებიანი ჰიდრორესურსების 20-25 პროცენტია აქვს მხოლოდ ათვისებული, ქარისა და მზის ენერგიის დაახლოებით 2%. რესურსების ათვისების შემთხვევაში გენერაცია 40-45 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევდა, რაც ქვეყანას 20-25 მლრდ კვტ/სთ-ს ექსპორტის საშუალებას მისცემდა, რაც $1 მლრდ-ზე მეტ დამატებით შემოსავალს ნიშნავს.

ენერგოექსპორტთან დაკავშირებით კრიტიკოსები ამბობენ, რომ ღვინის ექსპორტით გლეხი ნახულობს სარგებელს და ელექტროენერგიის გატანით კი ინვესტორი რაც არაშესადარისია. გლეხს ექსპორტზე სახლში დაწურული ღვინო არ გააქვს ღვინის ქარხნების არარსებობის შემთხვევასი, რომლებსაც ზოგისთვის საძულველი ბიზნესმენები ფლობენ, ვერც ნახავდა თავისი ყურძნით სარგებელს, რადგან წარმოება შიდამოხმარებას რამდენჯერმე აჭარბებს. გარდა ამისა საექსპორტო პროდუქციაში 2020 წლის მონაცემებით პირველ ადგილს $730 მლნ-ით სპილენძის მადნები იკავებს, რომელიც რეალურად რეექსპორტია. რეექსპორტს წარმოადგენს ასევე $404 მლნ-იტ მეორე ადგილზე გასული მსიბუქი ავტომობილებიც. $247 მლნ-ით მესამე ადგილს ფეროშენადნობები იკავებს, ღვინო კი $210 მლნ-ით მეოთხე ადგილზეა. პირდაპირ სარგებელს დაბალშემოსავლიანი ადამიანები ვერც ფეროშენადნობის ექსპორტისგან ღებულობენ, რომლის მიღებაც ჰესთან შედარებით ბევრად უფრო დიდ ზიანს აყენებენ. თუმცა ნებისმიერი ექსპორტი, რეექსპორტი იქნება, ნედლეული თუ საბოლოო პროდუქცია, სავაჭრო ბალანსს აუმჯობესებს, სხვადასხვა დოზით, მაგრამ მაინც მონაწილეობას იღებს ქვეყნის ეკონომიკურ და არა მხოლოდ ეკონომიკურ განვითარებაში.

Leave a Reply