თურნავა: გავუფრთხილდეთ ინვესტორებს

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ რუსთავი 2-ის ეთერში განცხადება გააკეთა:

“ჩვენთვის ახლა გაჩერებული პროექტები წარმოუდგენელია. განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში რაც შეიძლება მეტი უცხოური ინვესტორი უნდა შემოვიდეს და რაც შეიძლება მეტი პროექტი უნდა განხორციელდეს, რათა სამუშაო ადგილები გაჩნდეს. რაც შეეხება ნამახვანჰეს, მინდა გამოვთქვა საფუძვლიანი იმედი, რომ ჩვენ, საბოლოო ჯამში, ყველა პრობლემაზე შევთანხმდებით, საერთო ენას ვიპოვით იმ ადამიანებთან ვინც, სამწუხაროდ, იქ აპროტესტებს პროექტს. მთავარია 2 პრინციპი – ერთი, რომ ჩვენი ენერგეტიკა, ადგილობრივი რესურსების გამოყენება და ქვეყნის ენერგეტიკის სიძლიერე არის ერთი ამოცანა, რასაც უნდა ვემსახურებოდეთ და მეორე, რაც შეიძლება მეტი უცხოელი ინვესტორი და მსხვილი საინვესტიციო პროექტები და გავუფრთხილდეთ ინვესტორებს, მათ შორის ქართველ და უცხოელ ინვესტორებს. რაც შეეხება აქტივისტებს, რომლებიც დღეს ხეობაში კარვებთან აპროტესტებენ ნამახვანჰესის პროექტს, მზად ვართ მათთან კომუნიკაციისთვის. მიუხედავად ყველა სირთულისა, რაც აქამდე იყო, მზად ვართ, რომ სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ კომუნიკაცია.”

Leave a Reply

Menu Title