გოლეთიანი: მომდევნო შაბათს ევროკავშირის წარმომადგენლები ჩამოდიან, შეხვედრას ჩვენც დავესწრებით

რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანის თქმით, მომდევნო შაბათს ევროკავშირის წარმომადგენლები ჩამოდიან და შეხვედრაზე თავადაც დაესწრებიან.

“მთავრობამ ევროკავშირის გაერთიანებიდან სთხოვეს, რომ მედიაცია გაეწიათ ჩვენსა და მთავრობას შორის, ევროკავშირმა ზუსტად ის პირობები დააყენა, რაც ჩვენ ვამბობთ ვგულისხმობ ბარიკადების აღებას და პოლიციის გასვლას, სამუშაოების შეწყვეტას მთელი ამ დიალოგის პროცესში თუკი დაიწყებოდა ეს დიალოგი. ეს არის დასტური რომ სწორი ნაბიჯები გადავდით აქამდე. აბსოლიტურად თანხვედრაში მოვედით იმ საერთაშორისო სამართალთან. მოხარული ვართ რომ იმ ხალხმაც სწორედ ეს მოთხვონა რაც ჩვენ, თავად ხელისუფლების დაძახებულმა ხალხმა, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვთ. როგორც გავიგეთ დღეს შემდეგ შაბათს ევროკავშირის წარმომადგენლები ჩამოდიან თბილისში და იქნება პირველი შეხვედრა სადაც მონაწილეობას ჩვენც მივიღებთ”,- ამბობს გოლეთიანი.

Leave a Reply

Menu Title