ბლინკენი

ენტონი ბლინკენი: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულება მომხდარი ფაქტია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულება მომხდარი ფაქტია.

„გერმანია მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდა და ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ გერმანიასთან. პრაქტიკული თვალსაზრისით, გაზსადენის მშენებლობის დასრულება მომხდარი ფაქტია. გაზსადენის ოპერატორისა და მისი დირექტორის წინააღმდეგ სანქციების მიუხედავად, მშენებლობის დასრულების თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკა რეაგირებას მოახდენს რუსეთის ნებისმიერ საქმიანობაზე, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ნებისმიერი ქვეყნის უსაფრთხოებას ან ეკონომიკურ უსაფრთხოებას.

20 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისა (Nord Stream 2 AG) და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, მატიას ვარნიგისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს.

„რესპუბლიკელი“ სენატორები „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას ითხოვენ.

Leave a Reply