თებერვალში ირანმა ნავთობის ექსპორტი 30%-ით გაზარდა

ირანის შემდეგი პრეზიდენტი ქვეყნის ბირთვულ კურსს არ შეცვლის

ირანის მთავრობის სპიკერს განცხადებით, ირანის შემდეგი პრეზიდენტი ბირთვულ მოლაპარაკებებში ქვეყნის კურსს არ შეცვლის.

ირანის პოლიტიკა ბირთვული შეთანხმების მიმართ და მოლაპარაკებები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა განახლდეს დიპლომატიური პროცესი, გაგრძელდება პრეზიდენტ ჰასან რუჰანის თანამდებობის დატოვების შემდეგ, იმისდა მიუხედავად, ვინ გახდება მთავრობის ახალი მეთაური.

“2015 წლის შეთანხმების სხვა მონაწილეებთან, მათ შორის აშშ-სთან ურთიერთობის პოლიტიკა შეიქმნა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მიერ და მას უმაღლესი დონის მხარდაჭერა აქვს, ეს ხაზი არ შეიცვლება მას შემდეგაც, რაც რუჰანის ადმინისტრაციის ხელისუფლებას დატოვებს,“- განაცხადა ირანის მთავრობის სპიკერმა, ალი რაბიეიმ.

ცნობისთვის, ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 18 ივნისს ჩატარდება.

Leave a Reply