აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა 73 დოლარს გადააჭარბა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,72%-ით, 0,52 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.

ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 73,17 აშშ დოლარი შეადგინა.

ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Leave a Reply