ნარმანია: არითმეტიკას ჯობია, გავიდნენ ადგილზე და სათითაოდ დაითვალონ ხეები

“ენერგეტიკული ბირჟა 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდება”

მთელი საქართველოს მასშტაბით, 1–ლი ივლისიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე  საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. თბილისში სს „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიის მიმწოდებელი „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“   (თელმიკო) იქნება, ხოლო  რეგიონებში სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ნაცვლად კომპანია „ეპ ჯორჯია მიწოდება“ იქნება. აღსანინავია, რომ არ იცვლება  სამომხმარებლო ტარიფი.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, საქმიანობების განცალკევება ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში მოხდა. მარეგულირებელი ორგანოს განმარტებით, გაიყო ელექტროენერგიის მიწოდებისა და განაწილების საქმიანობები. იქიდან გამომდინარე, რომ „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ განაწილების ქსელს ფლობენ, მათზე სემეკის მიერ განაწილების საქმიანობის ლიცენზიები გაიცა. შესაბამისად, ეს კომპანიები განახორციელებენ განაწილების საქმიანობას და ვალდებულნი არიან, კანონის შესაბამისად უზრუნველყონ ელექტროენერგიის განაწილება ნებისმიერი მიმწოდებლისთვის.  რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობას, ამ საქმიანობას განახორციელებენ ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები, რომლებიც ელექტროენერგიის შესასყიდად ივაჭრებენ ენერგეტიკულ ბირჟაზე, თავისუფალ ფასად.

​„ჩვენი მიზანია, ყველა აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხზე საზოგადოების მაქსიმალური და დროული ინფორმირება მოხდეს. სემეკმა შეასრულა ყველა ნაკისრი ვალდებულება, განსაზღვრულ ვადებში შეიმუშავა და მიიღო ყველა საჭირო ნორმატიული აქტი, რამაც ხელი შეუწყო რიგი სიახლეების ამოქმედებასა და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას.

პირველი ივლისიდან გვექნება მნიშვნელოვანი სიახლე, კერძოდ, მთელი საქართველოს მასშტაბით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის კომუნალური მომსახურების კომპანიები იცვლება. მათ ელექტროენერგიას მიაწვდიან საქართველოს მთავრობის მიერ დასახელებული უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლები. თბილისის მოსახლეობას „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიას მიაწვდის „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო), ხოლო რეგიონის მოსახლეობას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ნაცვლად „ეპ ჯორჯია მიწოდება“ მოემსახურება. მოსახლეობისთვის უნდა განვმარტოთ, რომ მათთვის არ იცვლება სამომხმარებლო ტარიფი, იცვლება მხოლოდ  კომუნალური მომსახურების კომპანია. რაც შეეხება საბითუმო ბაზარს, აქაც აქტიურ ფაზაში ვართ. ენერგეტიკული ბირჟა 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდება“, – განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.

რა უნდა იცოდეს საყოფაცხოვრებო მომხმარებელმა და მცირე საწარმომ?

თუ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მომხმარებლად (აბონენტად) რეგისტრირებული საყოფაცხოვრებო მომხმარებელი და მცირე საწარმო არ უზრუნველყოფენ მიწოდების ხელშეკრულების დადებას თავისუფალ მიმწოდებელთან, 2021 წლის 1 ივლისიდან ისინი ავტომატურად, სპეციალური მოთხოვნის წარდგენის გარეშე მიიღებენ მიწოდების მომსახურებას ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისგან, რაც ჩაითვლება კომისიის მიერ დამტკიცებულ უნივერსალური მომსახურების მიწოდების სტანდარტულ ხელშეკრულებაზე მიერთებად.

 

მომხმარებლის დამატებით უფლებები ახალ საცალო ბაზარზე

— მომხმარებელს უფლება აქვს, თავად შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან მიწოდების ხელშეკრულება.

— მიმწოდებლის შეცვლა უფასოა და  შეიძლება შეუზღუდავად.

— მომხმარებელს უნივერსალური მიმწოდებლის მომსახურებით სარგებლობა შეუძლია შეუზღუდავად და ნებისმიერ დროს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მან ერთხელ  უკვე ისარგებლა უნივერსალური მიმწოდებლის მომსახურებით და შემდგომ აირჩია სხვა მიმწოდებელი.

— თუ მომხმარებელი ვერ აირჩევს ან მიმწოდებლის მიერ ვალდებულებების დარღვევის შედეგად დაკარგავს მიწოდების მომსახურების მიღების შესაძლებლობას, იგი ავტომატურად ისარგებლებს ბოლო ალტერნატივის მიწოდებით.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply