ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

“”ნამახვანჰესის” მოსამზადებელი სამუშაოები არ შეწყდება”

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ნამახვანჰესის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩრებასთან დაკავშირებით აქტივისტების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. მისივე თქმით, ეს მოთხოვნა ევროპელმა მედიატორებმაც არ გაიზიარეს.

მინისტრი ირწმუნება, რომ მოსამზადებელი სამუშაოები გარემოზე არსებითი ზეგავლენას არ ახდენს. კომპანიას სამუშაოების წარმართვის ნებართვა აქვს. სამუშაოების დასაბუთების და საფუძვლის გარეშე შეწყვეტა კი, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს დააზიანებს და ინვესტორის უფლებებს შელახას.

“მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერებაზე აქტივისტების მოთხოვნა ევროპელმა მედიატორებმა არ გაიზიარეს. სერიოზული კონტრარგუმენტები იყო წაყენებული. კომპანიამ ჩვენი მოთხოვნით, 12 თვით გადადო კაშხლის მშენებლობა, რომელიც შესწავლის მთავარი ობიექტია და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველაზე მეტი კითხვა ამასთან მიმართებაში იყო. ყველაზე მეტი კვლევა აქ არის ჩასატარებელი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

Leave a Reply