ნათია თურნავა “ნამახვანზე”: “მაქვს შეგრძნება, რომ კონსესუსამდე მივალთ”

მე მაქვს შეგრძნება, რომ აუცილებლად მივალთ კონსესუსამდე“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

„ძალიან პოზიტიური პროცესი მიმდინარეობს ევროპელი მედიატორის ჩართულობით. რამდენიმე ხნის წინ იყო შეხვედრა ამ მედიაციის ფარგლებში. დღეს უკვე იგივე კონფიგურაციით, იგივე შემადგენლობით გაგრძელდება ეს შეხვედრა უკვე ონლაინ ფორმატში. შედეგი დადგა ის, რომ პოლიციამ რკინის ჯებირებს დემონტაჟი გაუკეთა. ახლა ველოდებით, რომ საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებისგან კონტრნაბიჯები წამოვა, რომ კანონმდებლობა იყოს დაცული, არ გადაიკეტოს გზები. მე მაქვს შეგრძნება, რომ აუცილებლად მივალთ კონსესუსამდე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Leave a Reply