ბლინკენმა გერმანიას მოუწოდა, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას უკრაინისა და უკრაინისა და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის რისკების შესამცირებლად

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ენტონი ბლინკენსა და ანგელა მერკელს შორის გამართული შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„სახელმწიფო მდივანმა და კანცლერმა ხაზი გაუსვეს ტრანსატლანტიკური კოორდინირებული მიდგომის მნიშვნელობას გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად, მათ შორის ჩინეთიდან და რუსეთიდან მომავალი გამოწვევები. მათ ასევე განიხილეს პანდემიის შემდგომი აღდგენა, კლიმატის კრიზისზე რეაგირება და ავღანეთში არსებული ვითარება. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა აშშ-ს წინააღმდეგობას Nord Stream 2-ის მიმართ და გერმანიას მოუწოდა, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას უკრაინისა და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის რისკების შესამცირებლად. სახელმწიფო მდივანმა და კანცლერმა ასევე დაადასტურეს ლიბიაში ჩატარებული ეროვნული არჩევნებისადმი მხარდაჭერა“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

Leave a Reply