ირანი მზადაა ნავთობის მოპოვება სანქციების მოხსნიდან 1 კვირაში გაზარდოს

ირანი ნავთობის ექსპორტის სწრაფად გაზრდას გეგმავს

ირანმა, ბოლო თვეების განმავლობაში, ტანკერებში შენახული ნავთობის მოცულობა გაზარდა. სანქციების მოხსნისთანავე, თეირანი გეგმავს სწრაფად გაზარდოს ნავთობის ექსპორტი.

ამჟამად, ირანის რეზერვში 78 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი ინახება.

საკონსულტაციო კომპანიების FGE-ის, IHS Markit0ისა და OilX-ის შეფასებით, ირანული ნავთობის მოცულობა მცურავ საცავში 50-დან 60 მილიონ ბარელამდე მერყეობს. ამავდროულად, FGE და OilX აცხადებენ, რომ ამ მარაგების უმეტესობა კონდენსატია, რაც ჩინეთში, სამხრეთ კორეასა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში არის მოთხოვნადი.

მანამდე, Bloomberg წერდა, რომ აშშ-ს ამჟამინდელი სანქციების გაუქმების შემდეგ, ირანი  ნავთობის მოპოვების სწრაფი ზრდისთვის  ემზადება.

Leave a Reply

Menu Title