სოფლის მეურნეობის სამინისტრო შესაფუთი მასალების შეგროვების შესახებ რეგლამენტს ამზადებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ახალ რეგლამენტს ამზადებს, რაც შესაფუთი მასალების შეგროვებას ითვალისწინებს.

დედაქალაქის მუნიციპალიტეტს სურს, ნარჩენების შეგროვების პროცესში უპირატესობა თავად ჰქონდეს,რადგან მიიჩნევს, რომ ბიზნესის მოთხოვნების გათვალისწინების შემთხვევაში, ქალაქში ნარჩენების შეგროვების მხრივ ქაოსი შეიქმნება.

“საუბარი არის იმაზე, თუ ვინ შეაგროვებს ნარჩენებს. ჩვენ ვხედავთ იმის საშიშროებას, რომ შეიძლება ქალაქში გვყავდეს ნარჩენების მართვის 20 კომპანია და 20 „თბილსერვისი“ გაჩნდეს ქალაქში, რაც გამოიწვევს დამატებით ქაოსს.  ერთიანი ქოლგაა მოსაფიქრებელი, რომელიც უკვე არსებობს „თბილსერვისის“ სახით. არ არის საუბარი იმაზე, რომ ვიღაცას რაღაცას ვუკრძალავთ. უბრალოდ ვთვლით, რომ ასე უფრო ეფექტიანია“,- ამბობს თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია.

შეგახსენებთ, „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების” ამოქმედება  2022 წლის 1-ელ ივლისამდე გადაიდო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ რეფორმა არ გაჩერდება.

Leave a Reply

Menu Title