მსოფლიოში პირველი გემი ნულოვანი გამონაბოლქვით

ნორვეგიული კომპანია Yara Birkeland გეგმავს პროექტს, რომლის ფარგლებშიც შექმნიან მსოფლიოში პირველ სრულად ელექტრო და ავტონომიური გადამზიდს ნულოვანი გამონაბოლქვით. ამ გემით Yara შეამცირებს დიზელზე მომუშავე სატვირთო მანქანების გადაზიდვას წელიწადში 40,000 მოგზაურობით.

პროექტი მუშავდება ისე, რომ შეიქმნას სტრუქტურა, რომლის მეშვეობითაც ტვირთი სატრანსპორტო გზიდან პირდაპირ ზღვაში გადადიოდეს, რის შედეგადაც შემცირდება ხმაური და მტვერი, გაუმჯობესდება ადგილობრივი გზების უსაფრთხოება და მნიშვნელოვნად შემცირდება NOx და CO2– ს ემისიები.

ეს ახალი ნულოვანი ემისიის ხომალდი იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი გლობალური საზღვაო ტრანსპორტისთვის.

წყარო: greenbalance.ge

Leave a Reply

Menu Title