გოლეთიანი: ინფორმაცია რომ „ენკა“ სამუშაოებს განაგრძობს სიმართლეს არ შეესაბამება

განცხადება ამის შესახებ მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” წარმომადგენელმა ვარლამ გოლეთიანმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.

მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია „ენკა” სამუშაოებს განაგრძობს და გვირაბი ხვამლის მთამდეა გაჭრილი, ასევე ინფორმაცია, რომ „ენკას”ხეობიდან ქანები თურქეთში გააქვს,სიმართლეს არ შეესაბამება. გოლეთიანის თქმით, ამ დროისთვის ჰესი არ შენდება. „მოვუწოდებთ ყველას, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

Leave a Reply