„კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის, ეკონომიკაში უნდა გამოვიყენოთ მეტი თანამედროვე, უფრო გონივრული ტექნოლოგია“

„კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის, ეკონომიკაში უნდა გამოვიყენოთ მეტი თანამედროვე, უფრო გონივრული ტექნოლოგია,”- ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა დარგის განვითარების გრძელვადიანი ხედვის – „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

„21-ე საუკუნის მთავარ გამოწვევად, ბევრ სხვა გამოწვევასთან ერთად, კლიმატის ცვლილება რჩება. კლიმატის ცვლილების შერბილება არის თითოეული ქვეყნის ვალდებულება. საქართველო პარიზის შეთანხმების მონაწილეა.

ჩვენმა ქვეყანამ უკვე დაამტკიცა ამბიციური ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი, კლიმატის ცვლილების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ევროკავშირის ქვეყნები თანხმდებიან, რომ მათ აქვთ აღებული მაქსიმალური პასუხისმგებლობა კლიმატის ცვლილების შერბილების კუთხით. ჩვენ განვაცხადეთ, რომ 2024 წლისთვის ჩვენ ვაპირებთ ევროკავშირში განაცხადის გაკეთებას, შესაბამისად, საქართველოც იზიარებს ამ პასუხისგებლობას, რომლის ნაწილია, რომ 2030 წლისთვის, ჩვენ 35% უპირობოდ უნდა შევამციროთ სათბურ აირების ემისია. თუმცა, საქართველო მზად არის და ევროპელ პარტნიორებთან ერთდ მუშაობს იმაზე, რომ ჩვენ შევუერთდეთ მწვანე შეთანხმებას და გავხდეთ კარბონეიტრალური ქვეყანა.
თუმცა, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ დონორებთან ერთად გვექნება ბევრი სამუშაო. საბოლოოდ, როცა კლიმატის ცვლილებაზე ვსაუბრობთ, ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენ ეკონომიკაში უნდა გამოვიყენოთ მეტი თანამედროვე, უფრო გონივრული ტექნოლოგია. 7 დარგის მიხედვით, განსაზღვრულია თანამედროვე გონივრული ტექნოლოგიების დანერგვა, რათა ეკონომიკური განვითარება იყოს მდგრადი, კლიმატის ცვლილებაზე ზემოქმედება იყოს მინიმალური. სატყეო სექტორის განვითარებით, ალტერნატიული ენერგიების გამოყენებით ჩვენ უნდა მოვახერხოთ კლიმატის ცვლილების შერბილება, რაც უმნიშვნელოვანესი ამოცანაა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარადგენენ.

Leave a Reply