უკრაინულმა კომპანიებმა ყარაბახის ტერიტორიაზე მდებარე ჰესის აღდგენის სურვილი გამოთქვეს

უკრაინული კომპანიები მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ყარაბახის ტერიტორიაზე მდებარე ჰიდროელექტროსადგურის აღდგენაში.

აღნიშნულის შესახებ, უკრაინის პოლტავას რეგიონალური საბჭოს დეპუტატმა, ენერგეტიკის საკითხების ექსპერტმა ევჰენ კორფმა განაცხადა.

მისი სიტყვებით, უკრაინულ კომპანიებს შეუძლიათ ყარაბაღში ისეთი სამუშაოების განხორციელება, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირში ძალიან ცოტას თუ შეუძლია: „უკრაინაში გენერაციის მსგავს სისტემებს აწარმოებს 2 კომპანია. დსთ-ს სხვა ქვეყნებში მათ აწარმოებს ერთი ბელორუსული და ორი რუსული კომპანია. მსხვილი დასავლური კომპანიებიდანაც კი მხოლოდ რამდენიმე ახორციელებს მსგავს სამუშაოებს. გარდა ამისა, უკრაინაში გენერაციის აღნიშნული სისტემებისა და დეტალების შექმნა გაცილებით იაფი და ხარისხიანია, ჩვენს საწარმოებს ასევე აქვთ დიდი გამოცდილება გენერატორებისა და ტურბინების შეკეთებისა და აღდგენის საკითხებში. ”

ექსპერტმა ასევე დაამატა, რომ უკრაინის საავტომობილო ქარხანა КрАЗ ახლა “აღორძიენების” ეტაპზეა, თუმცა უკვე დიდი დაინტერესებაა შეერთებული შტატების მხრიდან ხსენებული ქარხნის პროდუქციის შეძენაზე. ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ KrAZ–ის პროდუქტები შეიძლება საინტერესო იყოს აღნიშნული რეგიონისთვის.

კორფმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს პოლტავას რაიონის მეწარმეებს შორის აზერბაიჯანულ კომპანია “ბაკუკაბელთან” თანამშრომლობის შესაძლებლობის შესახებ: ”ჩვენი პირველი შეხვედრა ჯერ მხოლოდ ინფორმაციული ხასიაისაა. ნათლად გამოიკვეთა უკრაინელ და აზერბაიჯანელ მეწარმეებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანულ მხარეს მოუწევს “ტერტერის” ჰიდროელექტროსადგურის აღდგენა, რომელიც ახლა ძალზე სავალალო მდგომარეობაშია. უკრაინულ კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა და სურვილი აღადგინონ აღნიშნული ჰიდროელექტროსადგური, ვფიქრობთ, აზერბაიჯანს ძალიან წაადგება უკრაინის გამოცდილება ხსენებულ სფეროში. ”

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply