ივნისში SOCAR–მა უკრაინას დაახლოებით 80 000 ტონა დიზელის საწვავი მიაწოდა

SOCAR New Energy- მა, რომელიც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან (SOCAR) ერთობლივად დაარსდა, უკრაინისთვის რუსული “როსნეფტის” მიერ წარმოებული ნავთობპროდუქტების მიწოდების მიზნით, ივნისში 78 300 ტონა დიზელის საწვავის იმპორტი განახორციელა.

ნათქვამია A-95 Consulting Group-ის ანგარიშში.

ხსენებული ანგარიშის თანახმად, აღნიშნული მოცულობიდან 23,4 ტონა გადაეცა SOCAR Energy Ukraine-ს, SOCARის შვილობილ კომპანიას უკრაინაში.

გასულ თვეში, Bel Petrol Trading და BRSM-Nafta რუსული დიზელის საწვავის იმპორტიორთა შორის ასევე იყვნენ. შესაბამისად, ივნისში Bel Petrol Trading–მა განახორციელა 17,7 ათასი ტონა, ხოლო BRSM-Nafta–მ 16,3 ათასი ტონა დიზელის საწვავის იმპორტი.

გარდა ამისა, Libro Trading–მა შიტანა 7,300 ტონა დიზელის საწვავი ქვეყანაში. იმპორტიორთა რიგებში არიან ასევე Martin Trade და BS Oil (Unimex და KLO), რომელთაც, შესაბამისად, 2500 და 2000 ტონა  დიზელის საწვავი შეიტანეს უკრაინაში.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply