2021 წლის იანვარ-ივნისის თვეებში რუსული ნავთობის ექსპორტი 10.4%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 110.282 მილიონ ტონამდე, ცენტრალური სადისპეტჩერო სამმართველოს მონაცემებზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
რუსეთი მონაწილეობს “OPEC +”-ის შეთანხმებაში ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მცირდება სხვა ქვეყნებში მიწოდებებიც.
ამავდროულად, ივნისის თვეში ნავთობის ექსპორტი გაიზარდა 3.5%-ით 18,868 მილიონ ტონამდე.
იანვარ-ივნისის თვეებში ნავთობის ტრანზიტი შემცირდა 5,8%-ით 9,119 მილიონ ტონამდე. ივნისში ეს მაჩვენებელი შემცირდა 16.3%-ით და შეადგინა 1.604 მილიონი ტონა.
2021 წლის იანვარ-ივნისის თვეებში შიდა ბაზარზე განხორციელდა 139,46 მლნ ტონა ნავთობის მიწოდება, რაც 0.2%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. ივნისში შიდა ბაზარზე მიწოდებულ იქნა 23,131 მილიონი ტონა ნავთობი (ზრდა 10,4%-ით).