Volkswagen-ი ჩინეთში ელექტრომობილების წარმოებას გააფართოებს

2030 წლისთვის „ფოლკსვაგენის“ გაყიდვების 50%-ს ელექტრონული მანქანები შეადგენს

გერმანული საავტომობილო ბრენდ „ფოლკსვაგენის“ გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის გაყიდვების 50%-ს ელექტრონული ავტომობილები შეადგენს. ხოლო 2040 წლის ბოლომდე იგივე მაჩვენებელი 100%-ს მიუახლოვდება. ეს გეგმები „ფოლკსვაგენის“ მთავარი მიზნის, 2050 წლისთვის „კარბონნეიტრალურობის“ მიღწევის, ნაწილია.

კომპანიამ 2021-2025 წლების განმავლობაში უახლესი ტექნოლოგიების განსავითარებლად 73 მილიარდი ევრო გამოყო, რაც კომპანიის მთლიანი ინვესტიციების 50%-ს შეადგენს. „ფოლკსვაგენის“ განცხადებით, შიდა წვის ძრავის ელექტრონული ბატარეით ჩასანაცვლებლად მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სამუშაოები.

2030 წლისთვის „ფოლკსვაგენი“ ევროპაში ექვსი ბატარეის მწარმოებელი ქარხნის გახსნის ხელშეწყობას გეგმავს. პირველი ქარხანა 2023 წელს გაიხსნება შვედეთში და მას Northvolt-ი მართავს, ხოლო მეორე ქარხანა ჩინურ Gotion High-Tech-ის კომპანიასთან თანამშრომლობით 2025 წელს გერმანიაში გაიხსნება.

ამას გარდა, კომპანიის სამომავლო გეგმა მოიცავს ახალი პლატფორმების შექმნასაც. „ფოლკსვაგენის“ სოფთვეარ კომპანია CARIAD-ი მუშაობს პლატფორმაზე, რომელიც შესაძლებელს გახდის დისტანციურად ერთიანი სისტემის მეშვეობით ავტომობილების გარკვეული ფუნქციების კონტროლს.

აღსანიშნავია, რომ 2019-ში კომპანიის მიერ გამოშვებული სრულად ელექტრონული Volkswagen ID.3 წინასწარი გაყიდვების პერიოდშივე სრულად გაიყიდა. კონკურენციის მატებასთან ერთად, სხვა ევროპული კომპანიებიც, როგორიცაა შვედური „ვოლვო“ და ფრანგული „რენო“, გამოთქვამენ მზადყოფნას, გაზარდონ ელექტრონული ავტომობილების გამოშვება.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply