აზერბაიჯანმა 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით 6%-ით მეტი ბუნებრივი აირი აწარმოა

2020 წელს აზერბაიჯანმა 25.8 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აწარმოა. აღნიშნული მაჩვენებელი 6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მონაცემებზე. მთლიანობაში, 2020 წლის მონაცემებით, აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის რეზერვების საერთო რაოდენობა 2.5 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს.

BP-ის მსოფლიო ენერგეტიკის ყოველწლიური სტატისტიკური მიმოხილვის თანახმად, 2020 წლის ბოლოსათვის მსოფლიო ბუნებრივი აირის მარაგი 188.1 ტრილიონ კუბურ მეტრს უტოლდება. აზერბაიჯანზე კი მთელი მოცულობის 1.3 პროცენტი მოდის.

BP-ის მიერ ჩატარებული კვლევა ბუნებრივი აირის მოხმარების მონაცემებსაც შეეხო. 2020 წელს აზერბაიჯანში ბუნებრივი აირის მოხმარების მაჩვენებელი 11.9 მილიარდ კუბურ მეტრს გაუტოლდა. რაც შეეხება მილსადენებით აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის ექსპორტს, ამ მაჩვენებელმა 13.6 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.

საინტერესოა აზერბაიჯანის ნავთობის რეზერვების მონაცემებიც. 2020 წელს აზერბაიჯანის ნავთობის რეზერვების საერთო მოცულობა 7 მილიარდ ბარელს უტოლდება, რაც 2019 წლის მაჩვენებლის ანალოგიურია. აღსანიშნავია, რომ 2000 წელს აზერბაიჯანის ნავთობის რეზერვის მოცულობა 1.2 მილიარდი ბარელი იყო.

მსოფლიო ნავთობის რეზერვის მაჩვენებელი 2020 წლისათვის 244.4 ტრილიონ ბარელს უტოლდება, საიდანაც აზერბაიჯანის წილი მხოლოდ 0.4 %-ია. ქვეყანაში გასულ წელს ყოველდღიურად 702 000 ბარელ ნავთობს აწარმოებდნენ. მოხმარების მაჩვენებელი კი 92 000-ს უტოლდებოდა.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply