გრენლანდიაში ნავთობს აღარ მოიპოვებენ

დანიიის მთავრობამ გრენლანდიის ნავთობის ჭაბურღილებზე საძიებო სამუშაოები შეაჩერა. მთავრობა აცხადებს რომ გლობალური დათბობა პრიორიტეტია და ამიტომ ნავთობის მოპოვებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ Associated Press წერს.

გრენლანდიის წყლებში ნავთობის მოპოვების შეჩერების შესახებ ხელისუფლებამ გადაწვეტილება 24 ივნისს მიიღო, თუმცა ინფორმაცია 15 ივლისს გაასაჯაროვა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით ქვეყანაში ნავთობის არსებული მარაგი დაახლოებით 17,5 მილიარდი ბარელია, ხოლო ბუნებრივი აირის მარაგი ოთხ ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.

Leave a Reply