საქართველომ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის იმპორტი შეამცირა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანმა საქართველოს 740.1 ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა, რომლის ღირებულებამაც მთლიანობაში 107.6 მილიონი დოლარი შეადგინა.

აღნიშნულის შესახებ, სტატისტიკის ეროვნული სამსახური იუწყება, წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით.

გამოქვეყენებული ანგარიშის თანახმად, მოცულობა 21%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

წლის პირველ ნახევარში, საქართველომ აზერბაიჯანიდან 96,6 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოიტანა, რომლის ღირებულებეამაც მთლიანობაში 48,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply