ჩინეთი კრიპტო ინდუსტრიაზე შეტევას განაგრძობს

ჩინეთმა კრიპტო ინდუსტრიას მორიგი დარტმა მიაყენა. ანჰოის პროვინცია გახდა უკანასკნელი, რომელიც ბიტკოინისა და სხვა ციფრული ვალუტების გამომუშავებას აკრძალავს.

პროვინცია კრიპტომოპოვების ყველა პროექტის დახურვას მომდევნო სამი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის დეფიციტის გამო გეგმავს. ანჰუი, რომელიც აღმოსავლეთ ჩინეთში მდებარეობს, ასევე შეაჩერებს ახალ პროექტებს, რომლებიც დიდ ენერგიას ან ენერგიის მოხმარებას მოითხოვს.

ბოლოდროინდელი განვითარება, რომელიც ემატება ჩინეთში კრიპტოვალუტის ინდუსტრიის წინააღმდეგ განხორციელებული მოქმედებების გრძელ ჩამონათვალს, უმსხვილესი ციფრული ვალუტის ფასზე მოქმედებას განაგრძობს. ბიტკოინი, რომელიც ბოლო დროს $30,000 – $40,000-მდე დიაპაზონში ვაჭრობს, კიდევ 2.6% -ით დაეცა და $31,665 აშშ დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში.

გასული თვის ბოლოს სიჩუანის პროვინციის უამრავმა ჰიდროენერგეტიკულმა ქალაქმა, მკაცრი ზომები მიიღო, რომ ქალაქებმა ერთ წელიწადში ბიტკოინისა და ეთერიუმოის მოპოვების ყველა ოპერაცია შეაჩერონ. მონღოლეთმა ასევე აღნიშნა, რომ აპრილისთვის კრიპტოვალუტების მოპოვების ყველა პროექტს შეაჩერებს. იუნნანის პროვინციამ ასევე დაიწყო გამოძიება ბიტკოინის მაინინგის კომპანიების მიერ ელექტროენერგიის უკანონო გამოყენების შესახებ.

წყარო: “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply