ბიტკოინის ფასი შემცირებას განაგრძობს

Coindesk-ს მონაცემებით, კრიპტოვალუტების ყველაზე მსხვილ Binance-ის ბირჟაზე ბიტკოინის 3,84%-ით შემცირდა.

ამ დროისათვის, ბიტკოინის ღირებულება 29 664 აშშ დოლარს შეადგენს.

ყველაზე მაღალი ბიტკოინის ღირებულება მიმდინარე წლის აპრილში იყო. მან მაქსიმალურ ღირებულებას, 64,829.14 აშშ დოლარს მიაღწია.

ჩინეთში ბიტკოინის მაინინგი სრულად აიკრძალა.

ბოლო კვირების განმავლობაში ბიტკოინის ფასი აპრილის რეკორდიდან განახევრდა. ციფრულმა ვალუტამ რეკორდულ $65,000-იან ღირებულებას აპრილის შუა რიცხვებში მიაღწია, რაც ელონ მასკის მხრიდან ბიტკოინის ადვოკატირებას უკავშრდება, სანამ მან ბიტკოინის მოპოვების გარემოზე ზემოქმედება გააკრიტიკა.

ამავდროულად, გაერთიანებულ სამეფოში, Binance-ს ფინანსურმა დამკვირვებელმა ქვეყანაში რეგულირებადი ბიზნესის წარმოება აუკრძალა, რაც მარეგულირებლის მიერ დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია კრიპტო ინდუსტრიაში გლობალური რეგულაციების ფონზე.

Leave a Reply