მსოფლიო ბანკმა 380 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი დაამტკიცა, რომელიც ხელს შეუწყობს უზბეკეთის სუფთა ენერგიაზე გადასვლას

პროექტი ხელს შეუწყობს 1500 მგვტ სიმძლავრის განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ახლი ობიექტების მშენებლობას, წაახალისებს კერძო ინვესტიციებს განახლებადი ენერგიის წყაროებში და მხარს დაუჭერს დეკარბონიზაციისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას.

უზბეკეთის ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის შიდა ელექტრო ქსელების მუშაობის გაუმჯობესების მიზნით, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებულია 380 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი პროექტი.

ელექტროენერგეტიკის სექტორის ტრანსფორმაციისა და მდგრადობის ხელშემწყობი პროექტი უზრუნველყოფს უზბეკეთის მასშტაბით მილიონობით ოჯახისა და ბიზნესის ენერგომომარაგების საიმედობას. მას მხარს უჭერს 380 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრედიტი საერთაშორისო განვითარების ასოციაციისგან (მსოფლიო ბანკის ჯგუფის ნაწილი) და 43 მილიონ დოლარიანი სესხი “მწვანე კლიმატის ფონდიდან” (GCF).

უზბეკეთის მთავრობა ხსენებულ დაფინანსებას ძალიან დაბალი პროცენტითა და დაფარვის ხანგრძლივი ვადით მიიღებს (40 წლამდე). GCF ასევე გამოყოფს 4 მილიონ დოლარის ღირებულების გრანტს შერჩეული პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების დასაფინანსებლად.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply