მთავრობა გაზის მსხვილი სახელმწიფო საწარმოების რეფორმას გეგმავს

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე დასავლელ პარტნიორებთან ერთად მუშაობს.

მინისტრი ვარაუდობს, რომ რეფორმა შეეხება გაზის სფეროდან მსხვილ სახელმწიფო საწარმოებს.

“ჩვენ გვაქვს უკვე პირველი წარმატებული მაგალითი, ეს არის სახელმწიფო ელექტრო სისტემა, რომლის რეფორმირება 2018 წლიდან დავიწყეთ და შედეგად ეს საწარმო გამოვიდა გაკონტრების რეჟიმიდან. ახლა ჩვეულებრივ ფინანსურად მდგრად რეჟიმში ფუნქციონირებს. ხდება ამ საწარმოს კორპორატიზაცია, რაც თავის შედეგს გამოიღებს. ვფიქრობთ, უკვე წელს შესაძლებელი იქნება, პირველი ბონდებიც გამოუშვას.

შემდეგი საწარმოები შეირჩევა. ვფიქრობ, ეს იქნება გაზის სფეროდან მსხვილი სახელმწიფო საწარმოები, რომელსაც კორპორატიზაცია შეეხება, ეს პროცესი გეგმაზომიერად გაგრძელდება”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Leave a Reply