უკრაინისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აშშ-ისა და გერმანიის მიერ რუსულ გაზსადენთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას აკრიტიკებენ

უკრაინისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აშშ-ისა და გერმანიის მიერ რუსულ გაზსადენთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას აკრიტიკებენ. ერთობლივ განცხადებაში დიპლომატები ამტკიცებენ, რომ ბერლინისა და ვაშინგტონის გარიგება რუსეთს დესტრუქციული გავლენის მოსაპოვებლად ახალ შესაძლებლობას გაუჩენს.

„ჩრდილოეთის ნაკადი -2“-მა შექმნა დამატებითი პოლიტიკური, სამხედრო და ენერგეტიკული საფრთხეები უკრაინისა და ცენტრალური ევროპისთვის“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრი კულებას და პოლონეთის მთავარ დიპლომატ ზბიგნევ რაუს ერთობლივ განცხადებაში.

კიევსა და ვარშავაში მიიჩნევენ, რომ აშშ-სა და გერმანიის შეთანხმება რუსეთს ევროპაზე ზემოქმედებისთვის მეტ ბერკეტს გაუჩენს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა და ბერლინმა რუსული გაზსადენის თაობაზე დავა დაასრულეს და კომპრომისული შეთანხმება გააფორმეს.

Leave a Reply