რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

რუსეთში ბენზინი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაძვირდა

სან-პეტერბურგის საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე (СПбМТСБ) AI-95 ბენზინის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 21 ივლისის აუქციონის მონაცემებით, 1 ტონა ხსენებული მარკის  ბენზინი 59,85 ათასი რუბლი ღირდა, რაც 0,6 პროცენტით მეტია წინა დღესთან შედარებით, იუწყება ТАСС.

AI-95–ის წინა მაქსიმალური ფასი 2020 წლის 3 ივლისს დაფიქსირდა – 59,78 ათასი რუბლი ტონაზე. ასევე, ზედიზედ მესამე დღეა, Ai-92 ბენზინი ანახლებს გაცვლითი ღირებულების რეკორდებს, რომელმაც 1 ტონაზე 57.06 ათასს მიაღწია.

ივლისში, AI-92 ბენზინის გაცვლითი ფასი 4.4 პროცენტით გაიზარდა, AI-95 – 3.6 პროცენტით. გათხევადებული ბუნებრივი აირის (LPG) ღირებულებამ გასულ კვირას სამჯერ განაახლა რეკორდი.

კვირის დასაწყისში,”ლუკოილის” ვიცე-პრეზიდენტმა ლეონიდ ფედუნმა განაცხადა, რომ ბენზინის ფასები დაეცემა, თუ რუბლი გამყარდება. ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ თუ ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში 50 რუბლამდე გამყარდება, მაშინ 1 ლიტრი საწვავის ღირებულება 20-30 რუბლს შეადგენს.

გრიგორი ბაჟენოვი, “საწვავის დამოუკიდებელი კავშირის” ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი, არ ეთანხმება ფედუნს. იგი მიიჩნევს, რომ ბენზინის ფასი დამოკიდებული არაა მხოლოდ რუბლის გაცვლით კურსზე. ძირითადი ფაქტორია ფისკალური უთანასწორობა, რომლის დროსაც იზრდება შიდა ბაზარზე დატვირთვა, ხოლო ექსპორტზე – მცირდება.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply