პოლონეთის პრემიერმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე აშშ-ის პოზიციას ეგოისტური უწოდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე აშშ-ის პოზიციას ეგოისტური უწოდა.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის საკითხზე აშშ-ის პოზიციის 180 გრადუსით შეცვლამ უამრავი ქვეყანა გააოცა. უკმაყოფილებას გამოვთქვამ, რომ ჩვენი მოკავშირეები ამ საკითხს ეგოისტურად მიუდგნენ“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების თანახმად, გერმანიამ ვალდებულება აიღო, ზომები მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს. აღნიშნული მოიცავს გერმანიის მიერ ზომების გატარებას როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის დონეზე, მათ შორის სანქციების დაწესებას.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ უკრაინის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

Leave a Reply