SOCAR-მა ნავთობის მოპოვება 8%-ით გაზარდა, ბუნებრივი აირის – 7%-ით

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) მიერ 1,988 მილიონი ტონა ნავთობი და 1,955 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იქნა მოპოვებული.

ნავთობის მოპოვების აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 8%-ით აღემატება, ხოლო ბუნებრივი აირის – 7%-ით მეტია.

აზერბაიჯანში ბუნებრივი აირის მთლიანი წარმოება 6,2%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 9,953 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია. ამავე პერიოდში ნავთობის მოპოვება შემცირდა 1,7%-ით, 8,421 მლნ ტონამდე.

Leave a Reply