რუსეთში ნავთობის მოპოვება შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის იანვარ-ივლისის თვეებში რუსეთში ნავთობისა და გაზის კონდენსატის მოპოვება შემცირდა 1.7%-ით გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და შეადგინა 299.24 მილიონი ტონა.

აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში გაზის მოპოვება პირიქით 13.2%-ით გაიზარდა  და შეადგინა 442.08 მილიარდი კუბური მეტრი. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს “ინტერფაქსი”.

მ/წლის შვიდი თვის განმავლობაში ნავთობისა და გაზის კონდენსატის საშუალო დღიურმა მოპოვებამ შეადგინა 10.35 მილიონი ბარელი. ივლისში მოპოვებულ იქნა 44,24 მილიონი ტონა ნავთობი გაზის კონდენსატთან ერთად, რაც 11,5%-ით აღემატება 2020 წლის ივლისის თვის მაჩვენებელს, საშუალო დღე-ღამურმა მოპოვებამ – 10,46 მილიონი ბარელი. ასევე ივლისში წარმოებულ იქნა 57.59 მილიარდი კუბური მეტრი გაზი.

Leave a Reply