აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

2020 წელს ბუნებრივი გაზის ბაზარზე საქმიანობას 34 მიმწოდებელი ახორციელებდა

სემეკის მიერ მომზადებული 2020 წლის ანგარიშის თანახმად, ბუნებრივი გაზი კვლავ რჩება ენერგიაზე საბოლოო მოთხოვნის დაკმაყოფილების უმთავრეს წყაროდ.

ბუნებრივი გაზის წილი ენერგიის ჯამურ მოხმარებაში მცირედით, თუმცა ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99.8% დაკმაყოფილდა იმპორტით. საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროდ კვლავ რჩება აზერბაიჯანის რესპუბლიკა (91%).

ამასთან, 2020 წელს ქვეყანაში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა 1%-ით შემცირდა. კლება ძირითადად შეეხო ავტოგასამართი სადგურებისა და თბოსადგურების მოხმარებას. საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ბუნებრივი გაზის მოხმარებამ 2020 წელს 1,116 მლნ კუბ.მ შეადგინა, არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის მოხმარება კი 1,366 მლნ კუბ.მ იყო, საიდანაც 614 მლნ კუბ.მ თბოსადგურების მოხმარებას შეადგენს.

2020 წელს ბუნებრივი გაზის ბაზარზე საქმიანობას ახორციელებდა 34 მიმწოდებელი. საქართველოს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ბუნებრივი გაზის ქვეყანაში შემოტანა განახორციელა სამმა მიმწოდებელმა.  საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომი ბუნებრივი გაზით საბითუმო დონეზე ვაჭრობა განახორციელა თერთმეტმა მიმწოდებელმა, რომელთა შორის სამი უმსხვილესი მიმწოდებლის წილი 96%-ს შეადგენდა. 2020 წელს ე.წ. კომერციული ბუნებრივი გაზის საშუალო ფასმა ვაჭრობის საბითუმო დონეზე 0.58 ლარი/კუბ.მ შეადგინა;

წყარო: report

Leave a Reply