ერაყიდან ნავთობის ექსპორტი ორი თვეა 2,9 მლნ ბარელს შეადგენს

ერაყმა 2021 წლის ივნისის თვეში ექსპორტზე გაუშვა 2.892 მილიონი ბარელი ნავთობი დღე-ღამეში, ქვეყნის ნავთობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

ერთი თვით ადრე ნავთობის ყოველდღიურმა გატარებამ შეადგინა 2,899 მილიონი ბარელი/დღეში. მანამდე ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში ნავთობის ექსპორტი შეადგენდა საშუალოდ 2,95 მლნ ბარელს/დღე-ღამეში. 2020 წლის დეკემბერში ერაყმა გაატარა 2.85 მილიონი ბარელი/დღეში.

სულ ივნისის თვეში განხორციელდა 86,77 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტი. ამასთან, ცენტრალური და სამხრეთ საბადოებიდან გაიგზავნა 83,69 მილიონი ბარელი ნავთობი, კიდევ 3,08 მილიონი ბარელი  – კი კირკუკიდან.

საშუალოდ გასულ თვეში ნავთობი იყიდებოდა 70,8 დოლარად/ბარელზე (მაისში ბარელზე 65,8 დოლარად/ბარელზე). ნავთობის გადაზიდვის შედეგად ივნისის თვეში ქვეყნის ბიუჯეტში შევიდა 6,14 მილიარდი დოლარი.

Leave a Reply