ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა

ბიტკოინი, რომლის კურსიც 30-დან $60 ათასამდე მერყეობს, სწრაფი მოგების საშუალებას იძლევა, მაგრამ მისი გამომუშავების შედეგად დარჩენილი ნახშირბადის კვალი ყოველწლიურად იზრდება.

ვირტუალური ვალუტისადმი ინტერესს ისეთი ცნობილი ადამიანები გამოხატავენ, როგორც ამერიკული ფეხბურთის ვარსკლავი ტომ ბრედი და ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი, თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებენ ისინი ბიტკოინის კატასტროფული რეპუტაციის გადარჩენას.

იმის გათვალისწინებით, რომ გაცილებით უფრო ავტორიტეტულმა მოთამაშემ მსოფლიო ეკონომიკაში კომპანია „ტესლამ“ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტაში ანგარიშსწორებაზე უარს ამბობს, ეს ძალისხმევა ნამდვილად არასაკმარისია.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ ბიტკოინების მოპოვებისთვის საწვავის გამოყენების სწრაფი ზრდით, განსაკუთრებით, ეს ნახშირს ეხება, რომელსაც საწვავის ყველა სახეობას შორის ატმოსფეროს დაბინძურების კუთხით ყველაზე ცუდი მახასიათებლები აქვს“, – განაცხადა ილონ მასკმა.

ბიტკოინის მოპოვება განსაკუთრებულად დიდი ენერგოდანახარჯებს მოითხოვს. დღე-ღამეში 24 საათი მძლავრი კომპიუტერები რთულ გამოთვლებს აწარმოებენ და წლის მანძილზე იმდენ ენერგიას მოიხმარენ, რამდენსაც მთელი ბელგია, თავისი 11 მლნ-ანი მოსახლეობით.

ამ ენერგოდანახარჯების მხოლოდ 39% მოდის განახლებად და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე.

გამოთვლების მეთოდიკა საკამათოა, თუმცა, ცხადია, რომ მსოფლიოში ენერგომოხმარება მაინინგის ზრდასთან ერთად მატულობს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ჩინეთმა, რომელიც მსოფლიოში არსებული ყველა მომგებიან ბიზნესში აქტიურადაა ჩართული, 2021 წელს კრიპტომაინინგი აკრძალა.

და ეს მაშინ, როდესაც აქამდე მსოფლიოში კრიპტოვალუტების მოპოვების 65% სწორედ ჩინეთზე მოდიოდა.

თუმცა, 2030 წლისთვის ჩინეთი ატმოსფეროს დაბინძურების 65%-ით შემცირებას გეგმავს, ამ ამოცანას კი კრიპტოინდუსტრიის განვითარება პირდაპირ ეწინაამღდეგება.

მაინინგი შესაძლოა ეკონომიკისთვის სასიკვდილო პრობლემა გახდეს, ან პირიქით – შესაძლოა კრიპტოფერმებმა ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარებას ბიძგიც კი მისცენ.

ამ ეტაპზე მაინერები ეძებენ ქვეყნებს იაფი ელექტროენერგიით  – ისინი უმიზნებენ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ყაზახეთი, რუსეთი, ირანი, განსაკუთრებით კი, ამერიკის რამდენიმე შტატს, მაგალითად ტექსასს, სადაც მზის ენერგეტიკა კარგადაა განვითარებული.

კრიპტოინდუსტრია ეკოლოგიური აბსურდის დაძლევაზე ფიქრობს  –  მაგალითად, ფრანგული Bigblock Datacenter ფლობს ფერმებს, რომლებიც ვირტუალურ ფულს მხოლოდ ჰიდროენერგიით მოიპოვებენ.

ამ დროისთვის სხვადასხვა ქვეყნებში ფრანგული კომპანიის პარტნიორი-ფერმები 100%-ით ჰიდროენერგიას იყენებენ და ატმოსფეროში არც ერთ გრამ CO-2-ს არ გამოყოფენ.

თუმცა ეს გამონაკლისია – კრიპტოფერმების დიდი უმრავლესობა სწრაფ მოგებაზეა ორიენტირებული, ეკოლოგია კი უმნიშვნელო პრობლემად მიაჩნიათ.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply

Menu Title